მაღალი დონე
ჩვენი გუნდი იმ საძირკველზე შენებას აგრძელებს, რაც ინგლისური ენის სხვა საფეხურებზე იყო. ჩვენ მოსწავლეებს ვაძლევთ უდიდეს შესაძლებლობას, რომ გააპრაქტიკონ საუბარი. გვაქვს სხვადასხვა თემები, რომლებზეც თანმიმდევრულად ვკონცენტრირდებით იმისათვის, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ რთულ სიტყვათა მარაგის ზრდაში. ყურადღებას ასევე ვამახვილებთ მცირედი შეცდომების შესწორებაზეც საუბრისა და წერის დროს, რათა მოსწავლემ განავითაროს თავისი სასაუბრო უნარები. ჩვენ განვავითარებთ აღწერითი სიტყვების სწორი თანმიმდევრობით გამოყენებას.
კლასში ბევრი მოსწავლე არ გვყავს, ასე რომ, თითოეულ მოსწავლეს შეუძლია გააპრაქტრიკოს კრეატიული დიალოგები. მათ ექნებათ საშუალება, რომ მოცემულ თემებზე სრული წინადადებებითა და აბზაცებად გაგვიზიარონ თავიანთი აზრი. მათ ასევე ექნებათ წასაკითხი და დასაწერი დავალებები, რომლებიც განავითარებს მათ უნარს, რომ თავიანთი სათქმელი ინგლისურ ენაზე სწორად გამოხატონ.
ამ დონის კურსის დასრულებისას მოსწავლეთა უმეტესობას შეუძლია ინგლისურ ენოვან ხალხთნ გამართული საუბრის წარმოება. რა თქმა უნდა, ვითხოვთ საკითხავ და წერით დავალებებს, მაგრამ ჩვენი უმთავრესი მიდგომაა საუბრები და დიალოგები, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ სწავლისას ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანია ენის სწრაფად ათვისებისთვის.
- ჩვენ დროის 20%-ს გამოვიყენებთ თეორიისთვის და 80%-ს კლასში საუბრისთვის, რაც მოსწავლეს საკმარის დროს აძლევს, რომ ისწავლოს ინგლისურად საუბარი!
- ჩვენს ვებგვერდზე გთავაზობთ დამხმარე ვიდეოებსა და პრეზენტაციებს, რომელთა გამოყენებაც მოსწავლეს დაეხმარება განვითრებაში. ასევე ყოველი გაკვეთილის შემდეგ გექნებათ დავალება.
გისურვებთ წარმატებებს!